X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სიღნაღის სტრანსპორტო სქემის შემუშავება იწყება

28 ოქტომბერი 2020

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტი ქალაქ სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტისა და მობილობის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს.

ბოლო წლებში ტურისტების მხრიდან სიღნაღის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა ქალაქის დინამიური განვითარება, რამაც აუცილებელი გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანსპორტო სქემის შემუშავება.  

სიღნაღის სატრანსპორტო სქემის მომზადებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. სქემის შემუშავების პროცესში კი, ჩაერთვებიან კომპანია STS-ის ის ექსპერტები, რომელთაც საქართველოს რამდენიმე ქალაქის სატრანსპორტო სქემაზე უკვე წარმატებით აქვთ ნამუშევარი.